თეგი: მარცვლეულის დერეფანი

ერდოღანი: უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას სტამბოლი გაუწევს მონიტორინგს

თურქეთი ამაყობს თავისი წვლილით სასურსათო კრიზისის აღმოფხვრაში, რაც დიდი ხანია, მსოფლიო საზოგადოების დღის წესრიგშია. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს სტამბოლში მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე გამოსვლისას განაცხადა. რას მოიცავს სტამბოლში მიღებული „მარცვლეულის შეთანხმება“ - დეტალები ერდოღანის თქმით, უახლოეს დღეებში შავ ზღვაში საზღვაო ტვირთების გადაზიდვა განახლდება, რაც რიგი ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებაზე დადებითად აისახება. „შეთანხმებები მოიცავს ყველა ეტაპს: გემების გასვლიდან და უსაფრთხო ტრანსპორტირებიდან, დანიშნულების პორტებში ჩასვლამდე. ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელება და მონიტორინგი სტამბოლის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მეშვეობით მოხდება“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა. 22 ივლისს დოკუმენტს „ინიციატივა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის“ ხელი თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით მოეწერა. დოკუმენტს თურქეთის ეროვნული უშიშროების მინისტრმა ჰულუსი აკარმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა და გაეროს გენმდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოაწერეს ხელი  

უკრაინული მხარის ცნობით, „მარცვლეულის დერეფანი" 3 ნოემბერს ისევ გაიხსნება

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ოლექსანდრ კუბრაკოვის ცნობით, მარცვლეულის დერეფანში, გემების მოძრაობა 3 ნოემბრიდან განახლდება. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.  მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია გაერომ დაადასტურა და მარცვლეულის დერეფანს 3 ნოემბერს, 8 გემი გაივლის, ხოლო 2 ნოემბერს, ბოსფორის სრუტეში გემების ინსპექტირება ჩატარდება. Reuters-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა სამშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დროს, თავის თურქ კოლეგას განუცხადა, რომ რუსეთს შეუძლია, განიხილოს შეთანხმების განახლება მხოლოდ ყირიმის საზღვაო პორტზე, სევასტოპოლზე დრონების თავდასხმების გამოძიების დასრულების შემდეგ. თავის მხრივ, უკრაინული მედიის ცნობით, ერდოღანმა პუტინს მოუწოდა, გააგრძელოს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობა. 29 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში მონაწილეობას აჩერებს. მოსკოვი ამ ნაბიჯის გამართლებას სევასტოპოლში, დრონების თავდასხმით ცდილობს, რაშიც უკრაინას და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს. კიევს არ დაუდასტურებია თავდასხმაში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გამოვიდა, უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა 15-მა ხომალდმა დატოვა. დასავლეთი პუტინს შიმშილის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მარცვლეულის გადაზიდვის ინიციატივა კონფლიქტის პირობებს უნდა გამოეყოს პირველ ნოემბერს, უკრაინა, თურქეთი და გაერო შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის დერეფნით, გემების გადაადგილება 2 ნოემბრისთვის არ დაგეგმონ.

„მარცვლეულის დერეფნით“ ერთ კვირაში, მილიონ ტონაზე მეტი სურსათის ექსპორტი განხორციელდა

გასულ კვირას უკრაინამ, მარცვლეულის დერეფნით 1,1 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიტანა. ამ დერეფნით ექსპორტზე, 309 ათასი ტონა ხორბალი გავიდა. რუსეთი აცხადებს, რომ მარცვლეულის შეთანხმების შესრულებას ისევ განაახლებს ამის შესახებ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრო იტყობინება, იუწყება Ukrinform. „მარცვლეულის დერეფნის ბოლო ერთი კვირის სტატისტიკა ასეთია: უკრაინამ გაიტანა თითქმის 0,5 მილიონი ტონა სიმინდი და 309 ათასი ტონა ხორბალი. სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჯამური ტონაჟი კვირაში 1,1 მილიონი ტონაა“, - ნათქვამია უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს ანგარიშში. მარცვლეულის დერეფნის ფარგლებში, საზღვაო გზით ექსპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მთლიანმა მოცულობამ 10 მილიონ ტონას გადააჭარბა. დიდი ოდესის პორტებიდან ჯამში 430 გემი გავიდა, აქედან 279 სიმინდითა და ხორბლით იყო დატვირთული.  ასევე წაიკითხეთ:  რატომ შეცვალა რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება

იენს სტოლტენბერგი: მარცვლეულის დერეფნის გაჩერების რისკები არსებობს

„მარცვლეულის დერეფნის“ გაჩერების რისკები არსებობს ვიდრე ომი გრძელდება. უკრაინული მარცვლეული თავისუფლად უნდა მიიღონ მსოფლიოს ქვეყნებმა და ეს ომი უნდა შეწყდეს. რუსეთი აცხადებს, რომ მარცვლეულის შეთანხმების შესრულებას ისევ განაახლებს ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქულ NTV არხთან ინტერვიუში განაცხადა.  „რადგან ომი გრძელდება, მარცვლეულის დერეფნის გაჩერების რისკები არსებობს. შიმშილის დასაძლევად, უკრაინული მარცვლეული უნდა მიიღონ სხადასხვა ქვეყნებმა. ამისთვის პუტინმა ომი უნდა დაასრულოს. ომის პირობებში მარცვლეულის შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.  ასევე წაიკითხეთ:  რატომ შეცვალა რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება  

Financial Times: რუსეთმა შესაძლოა, მარცვლეულის დერეფანი, ამიაკის ექსპორტისთვის გამოიყენოს

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აგრესორმა შესაძლოა, „მარცვლეულის დერეფანი“ რუსული ამიაკის ექსპორტისთვს გამოიყენოს.  როგორც Financial Times იუწყება, შესაძლოა, რუსეთს უფლება მისცენ, რომ „მარცვლეულის დერეფანი“, რომლითაც უკრაინას სურსათი და მარცვლეული გააქვს, ამიაკის ექსპორტისთვის გამოიყენოს.  გამოცემა, ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით წერს და იუწყება, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება 19 ნოემბერს შედგება.  22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის შუამავლობითა და გაეროს მონაწილეობით, უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის აღდგენაზე ცალკე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტები ითვალისწინებს პროდუქციის ექსპორტს ჩერნომორსკის, ოდესისა და იუჟნის პორტებიდან და უსაფრთხო მარშრუტების შექმნას. პირველ აგვისტოს ოდესის პორტი, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულითა და სურსათით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა. 29 ოქტომბერს რუსებმა განაცხადეს, რომ ტოვებენ „მარცვლეულის ინიციატივის“ შეთანხმებას. ამის მიზეზია, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემებზე, უკრაინის სავარაუდო „ტერორისტული თავდასხმა“.  გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ, სურსათის ექსპორტის გაგრძელების შესახებ განაცხადეს და შავ ზღვაში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 14 გემის მოძრაობას კოორდინაცია გაუწიეს. გაერომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის განცხადებების მიუხედავად, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივა“ ძალაში რჩება. 2 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებით“ ნაკისრ ვალდებულებებს კვლავ შეასრულებს.  14 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია მარცვლეულის დერეფნის გაფართოება.  

შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა

უკრაინის სამი საზღვაო პორტიდან, სურსათის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ მუშაობა კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა.  Financial Times: რუსეთმა შესაძლოა, მარცვლეულის დერეფანი, ექსპორტისთვის გამოიყენოს ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება სტამბულში მიიღეს, ხოლო ინიციატივის განხორციელების გარანტი გაერო და თურქეთი იყვნენ. გარდა ამისა, უკრაინა ოფიციალურად მიმართა პარტნიორებს, რომ მარცვლეულის დერეფანი ნიკოლაევის პორტიმაც გამოიყენოს. შავი ზღვის გავლით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხო გადაზიდვის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინამ პირველი აგვისტოდან 11 მილიონ ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქცია 38 ქვეყანაში გაიტანა. „უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პორტების მთელი საექსპორტო პოტენციალი, რათა მსოფლიომ სწრაფად მიიღოს საჭირო მარაგი", - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა.  22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის შუამავლობითა და გაეროს მონაწილეობით, უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის აღდგენაზე ცალკე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტები ითვალისწინებს პროდუქციის ექსპორტს ჩერნომორსკის, ოდესისა და იუჟნის პორტებიდან და უსაფრთხო მარშრუტების შექმნას. პირველ აგვისტოს ოდესის პორტი, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულითა და სურსათით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა. 29 ოქტომბერს რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „მარცვლეულის ინიციატივის“ შეთანხმებას ტოვებენ. ამის მიზეზად კი, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემებზე, უკრაინის მხრიდან „ტერორისტული თავდასხმა“ დაასახელეს.  გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ, სურსათის ექსპორტის გაგრძელების შესახებ განაცხადეს და შავ ზღვაში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 14 გემის მოძრაობას კოორდინაცია გაუწიეს. გაერომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის განცხადებების მიუხედავად, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივა“ ძალაში რჩება. 2 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებით“ ნაკისრ ვალდებულებებს კვლავ შეასრულებს.  14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას მარცვლეულის დერეფნის გაფართოება შეუძლია.